გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საფრანგეთის შს მინისტრი: საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო

22-11-2019

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის - ვახტანგ გომელაურის საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა ქართველ კოლეგასთან ერთად, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა, სადაც მედიას უწყებებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის, არსებული გამოწვევების საპასუხოდ გატარებული ზომების და მათი შედეგების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

„წელს, პირველ თვეში, საქართველო იყო პირველ ადგილზე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით - ეს იყო ანომალია, რადგან საქართველო საფრანგეთის მიერ აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად და ვიცით, რომ საქართველო არის თანამედროვე და განვითარებადი ქვეყანა, რომელიც ხარისხიან სერვისს სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასად და ხანდახან უფასოდ თავის მოქალაქეებს, დაახლოებით, იგივე ვალდებულებებით, როგორც ეს საფრანგეთშია.

მიმდინარე წლის პირველი თვეების განმავლობაში ძალიან დიდი რაოდენობით დაფიქსირდა ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჩამოვიდნენ საფრანგეთში, თუმცა 97% შემთხვევებზე თანხმობა არ იქნა გაცემული.

ჩვენ ქართულ მხარესთან განვიხილეთ კონტროლის ცალკეული მექანიზმების შემოღების საკითხი, მათ შორის გაფრენის და ჩაფრენის აეროპორტებში, ჩვენ გამოვთქვით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი. მინდა აღვნიშნო ის მიღწევები, რომლებიც გვაქვს და მადლობა გადავუხადო ჩემს ქართველ კოლეგას მაღალი ხარისხის თანამშრომლობისთვის.

საქართველოში ჩემი ვიზიტის შემდეგ, არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ბოლო თვეების განმავლობაში ფიქსირდება თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი კლება, დაახლოებით, 50%-ით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს, რაც შეიძლება მაღალ დონეზე", - განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930