გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მიკროავტობუსის მძღოლები, რომლებიც გაჩერებების გარდა სხვაგანაც გააჩერებენ, პირველ ჯერზე 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 300 ლარით დაჯარიმდებიან

2-03-2018

სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, რომლებიც მგზავრებს ავტობუსის გაჩერებების გარდა სხვა ადგილებზე გაუჩერებენ, პირველ ჯერზე 100 ლარით, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში 300 ლარით დაჯარიმდებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს. 

როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, 1-ელი მარტიდან ამოქმედებული ახალი წესის თანახმად, 14 ქუჩაზე მეორე დღეა სპეციალური ჯგუფები მონიტორინგს ახორციელებენ. ისინი მგზავრებს არსებულ სიახლეს აცნობენ და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს ჯარიმების შესახებ აფრთხილებენ. 

„მეორე დღეა მონიტორინგის ჯგუფებია გასული, რათა ახლახანს მიღებული წესის დარღვევა არ მოხდეს. აღნიშნული ჯგუფები პირველ ეტაპზე, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს და მგზავრებს სიახლეს აცნობენ და აფრთხილებენ. კერძოდ, ის მძღოლები, რომლებიც მგზავრს სამარშრუტო ტაქსს ავტობუსების გაჩერების ნაცვლად სხვა ადგილებზე გაუჩერებენ, პირველ ჯერზე, 100 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 300 ლარით დაჯარიმდებიან. აღნიშნული წესით მძღოლების დაჯარიმება უახლოეს დღეებში დაიწყება. პირველ ეტაპზე, მძღოლების გაფრთხილების პროცესს „თბილისის მიკროავტობუსის" მონიტორინგის ჯგუფები ახორციელებენ. ისინი რამდენიმე დღე მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. შემდეგ კი კანონდამრღვევ მძღოლებზე საჯარიმო სანქციები ამოქმედდება“, – აცხადებენ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

1-ელი მარტიდან თბილისში ახალი წესი ამოქმედდა, რომლის თანახმადაც მიკროავტობუსები 14 ქუჩაზე მხოლოდ ავტობუსების გაჩერებაზე გააჩერებენ. 
ეს ქუჩებია: მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი. 


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930