გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: ვინც ჩვენთან პარლამენტში იყო, დღეს ქუჩაში დგანან და უარგუმენტოდ გვაგინებენ და გვლანძღავენ

28-11-2019

"ნახეთ ნახეთ როგორი თანმიმდევრული იყო „ქართული ოცნება“ 2012 წელს. როდესაც მოვედით პარლამენტი იყო კოალიციური და ვინც ჩვენთან პარლამენტში იყო, დღეს ქუჩაში დგანან და უარგუმენტოდ გვაგინებენ და გვლანძღავენ"-ეს განცხადება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.

მისივე თქმით, კოალიციურში ვინც იყო თავმჯდომარე, თითი თითზე არ დაუდევს და ცვლილება არც დაუწყია და არც კი უფიქრია.

"ჩემთან ჰქონდა საუბარი ამ პროპორციულზე 2016 თუ 2020... მე მხარს ვუჭერდი და 20, ის ითხოვდა თითქმის 16-ს მაგრამ არც დაუწყია პროცედურა. დაეწყო, გამოეტანა ხალხში და იქნებ მაშინვე მიგვეღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ 20 წელზე ხო კითხვის ნიშანი არ იყო ყველა თანახმანი ვიყავით.

დაჩეხილი, დამახინჯებული ერთ კაცსა და ერთ გუნდზე მორგებული კონსტიტუციის ნაცვლად ტიპიურად ევროპული კონსტიტუცია მივიღეთ, მაშინაც ყველანი იყვნენ ერთის წინააღმეგ, აბა ნახეთ, როგორი ბოიკოტი გამოუცხადეს, ვერავინ ვერ ამბობს რეალურ ნაკლს ჩვენს კონსტიტუციაზე. მახინჯი კონსტიტუციის ნაცვლად მივიღეთ ტიპიურად ევროპული კონსტიტუცია და იგივე ხალხი, ვინც დღეს ერთად არიან შეყრილები ბოიკოტი გამოუცხადეს ამ კონსტიტუციას. ფასი აქვს მაგათ ბოიკოტს დღეს, იგივე ფასი აქვს როგორც მაშინ, დღესაც დგანან ბოიკოტი ბოიკოტისთვის აქვთ სურვილი, მაგრამ თანმიმდევრულობა ელემენტარული ლოგიკა ყველაფერი აქვთ დაკარგული"-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930