28-11-2019
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა ხედავს, რომ ხალხი არ დგას მათ უკან. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, „ნაცმოძრაობის“ უკან დგას დღეს ორასი აქტივისტი, რომლებიც ცდილობენ პარლამენტის ბლოკირებას.
„ბუნებრივია, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა აჩვენოს სახელმწიფოს სახე, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს ხელისუფლების სახე. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოები იღებენ იმ ზომებს, რომლებიც უნდა იყოს მიღებული პროპორციულობის პრინციპით“, - განაცხადა კობახიძემ.
რამდენად ადეკვატურია ასეთი მობილიზება ორასი აქტივისტისთვის, კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტია.
„იმისათვის, რომ სხვა უფრო რთული ზომები არ იყოს გამოყენებული, პრევენციული ზომებია მიღებული. მე ამაში სიღრმეში ვერ შევალ, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტი. ისინი ამ დღეების განმავლობაში აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად რბილი ზომებით იყოს პარლამენტის მუშაობა უზრუნველყოფილი და ბუნებრივია, ასე უნდა გაგრძელდეს. ჩვენ გვახსოვს პრაქტიკა, 2012 წლამდე, როდესაც ხდებოდა უსასტიკესი დარბევა მიტინგების. ეს პრაქტიკა არის აღკვეთილი საქართველოში და პოლიცია მოქმედებს პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად. ჩვენ რადიკალურად შევცვალეთ ის პრაქტიკა, რომელიც იყო თავის დროზე ჩამოყალიბებული“, - განაცხადა კობახიძემ.
iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/EJ2Yo9N8tU0" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen>
დღეს ოპოზიცია და აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას გეგმავდნენ. პოლიტიკური ლიდერების თქმით, ისინი მმართველი გუნდის წევრებს შენობაში შესვლის და დაგეგმილი სხდომების მშვიდ ვითარებაში ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი შეშინებულია.
„ჩვენი ამოცანაა, მთელმა მსოფლიომ დაინახოს ოლიგარქის სახე“, - განუცხადა „ქრონიკას“ ნიკა მელიამ.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.
მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.