გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ ბოჟაძე: ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის გუშინდელი ინტერვიუდან ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ისაა, რომ არ იქნება ქაოსი, არეულობა, დესტაბილიზაცია

28-11-2019

"ჩემთვის პირადად როგორ ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქისთვის გუშინდელი ინტერვიუდან ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი არის ის რომ სახელმწიფოში არ იქნება ქაოსი, არეულობა, დესტაბილიზაცია, სახელმწიფო გადატრიალების თუ რევოლუციის მცდელობა იქნება აღკვეთილი კანონის ფარგლებში და ქვეყანა გააგრძელებს სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში განვითარებას”,- ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

ბოჟაძე მზადყოფნას გამოთქვამს, ჩაერთოს ნებისმიერ დისკუსიაში, რომელიც საარჩევნო საკითხებს შეეხება.

,, საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა; სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით; არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება. საყოველთაო არჩევნებში არჩეული ორგანოს მიმდინარე უფლებამოსილების ვადის კონსტიტუციით ან კანონით შემცირება ან გაზრდა დაუშვებელია; პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ეფუძნება მათი თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობის და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს. ჩემთვის პირადად როგორ ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქისთვის გუშინდელი ინტერვიუდან ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი არის ის რომ სახელმწიფოში არ იქნება ქაოსი, არეულობა, დესტაბილიზაცია, სახელმწიფო გადატრიალების თუ რევოლუციის მცდელობა იქნება აღკვეთილი კანონის ფარგლებში და ქვეყანა გააგრძელებს სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში განვითარებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930