დეპუტატები პარლამენტში დილით ადრე მივიდნენ, როგორც მათ ჟურნალისტებთან განაცხადეს, 09:00 საათზე ჩანიშნული იყო უმრავლესობის დეპუტატების სხდომა, რომლის შემდეგაც მათ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გადაინაცვლეს.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილები არიან ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები. ისინი ამბობენ, რომ დეპუტატები ადრიანად იმიტომ მივიდნენ პარლამენტში, რომ მათ დისკოფორტი არ შექმნოდათ.