გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ერთად გავიაროთ ქუჩაში და ვნახავთ ვინ სად დაიპარება

29-11-2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარძემ პლენარულ სხდომაზე პარლამენტში დეპუტატების დილის საათებში „შეპარვასთან“ დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა და მას მორიგი სპეკულაცია და ბინძური ტყუილი უწოდა.


„ერთი განმარტება მინდა გავაკეთო, დღევანდელი დღის დასაწყისთან დაკავშირებით, რომელსაც კიდევ ერთხელ მოჰყვა უბინძურესი სპეკულაციები. დღეს, 10 საათზე ჩანიშნული იყო კომიტეტის სხდომები, 12 საათზე კი უნდა დაგვეწყო პლენარული სხდომა და როდის უნდა ჩატარებულიყო უმრავლესობის სხდომა. რომელ საათზე უნდა დაგვეწყო ეს უმრავლესობის სხოდმა? ან როდის უნდა ჩაგვეტარებინა, შემოპარვას რომ არქმევენ? ეს არის კიდევ ერთი მკაფიო სპეკულაცია, ბინძური ტყუილი, ხალხის მოსატყუებლად, თითქოს ვიღაცა სადღაც დაიპარება. მე ვთავაზობ მათ, თუნდაც ქუჩაში გავიაროთ ერთად და ვინ სად დაიპარება ვაჩვენებ ნებისმიერს, ვინც ასეთ ბინძურ ტყუილებს და სპეკულაციებზე დადის. ამას აკეთებს და აცხადებს ის ხალხი ვინც 2012 წლის მერე, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ქუჩაში ისე დაიპარებიან, რომ ვერ ხვდებიან სად შეძვრნენ და ეს ხალხი ლაპარაკობს ამ ყველაფერზე“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930