29-11-2019
მოძრაობა „ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ ალიანსს ქმნიან. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინზე გახდა ცნობილი.
როგორ ფიქრია ჩიხრაძემ განმარტა, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში დაიწყოს კონსულტაციები ქვეყანაში შექმნილი ჩიხური ვითარების დასაძლევად.
„ ეს იქნება თანასწორუფლებიანი პარტნიორების მიერ პარიტეტულ საწყისებზე შექმნილი პლატფორმა, რომელიც დაამარცხებს ორპოლუსიან სისტემას, ისარგებლებს საზოგადოების ნდობით და ააშენებს ძლიერ, განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანას. საქართველო არის ჩვენი სამშობლო, რომელიც ძლიერ სახელმწიფო უნდა ვაქციოთ“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ალიანსზე განმარტება გააკეთა დავით უსუფაშვილმაც. „შესაძლოა, ვიყოთ პარტნიორები საარჩევნო პროცესში, შესაძლოა, ვიყოთ კონკურენტები საარჩევნო პროცესში და პარტნიორები უკვე პარლამენტში. ამას გვაჩვენებს მომავალი. მთავარია, ჩვენ გადავწყვეტთ, კოორდინაცია იყოს ეფექტური“, - განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა.