გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეტეხის გვირაბებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

30-11-2019

მეტეხის გვირაბებში 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე, ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით მარცხენა და მარჯვენა გვირაბები ორ-ორი ღამის განმავლობაში დაიკეტება.სამუშაოები შესრულდება ორ ეტაპად, ღამის საათებში.

30 ნოემბერს და 1 დეკემბერს 23:00-დან 07:00 საათამდე გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება იალბუზის ქუჩიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, იალბუზის ქუჩიდან ქალაქის ცენტრისკენ ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ორთაჭალჰესისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.

2 და 3 დეკემბერს 23:00-დან 07:00 საათამდე გვირაბი დაიკეტება ბარათაშვილის ხიდიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით. შესაბამისად, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ტრანსპორტი იმოძრავებს ბარათაშვილის ხიდის გავლით პუშკინის ქუჩის მიმართულებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930