გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხაზარაძემ ივანიშვილს მოსკოვის მიმართულებით ბიზნესკლასის ბილეთი უყიდა

2-12-2019

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ავიაბილეთი უყიდა და ქვეყნის დატოვება ურჩია. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესია დანიშნული.

„მე გადავწყვიტე და ბიძინა ივანიშვილს ვუყიდე ბილეთი, ეს არის „აეროფლოტის“ ბილეთი, გამოწერილია ბიძინა ივანიშვილის სახელზე. ეს არის თბილისი-მოსკოვის მიმართულება. ეს არ არის 35-ევროიანი ბილეთი, ეს არის ბიზნესკლასი, იმიტომ, რომ შეჩვეულია კარგ ცხოვრებას და მას შეუძლია, დატოვოს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ასე გამოეხმაურა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც მან ემიგრაციაში მყოფ ქართველებთან დაკავშირებით გააკეთა. ივანიშვილმა "იმედის" ეთერში თქვა, რომ დააფინანსებს ქუთაისის აეროპორტიდან იაფ ფრენებს, რათა ქართველმა ემიგრანტებმა სხვა ქვეყნებში ლეგალურად მუშაობა და სამშობლოში დაბრუნება შეძლონ.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930