გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მებაჟეებმა არადეკლარირებული ბრილიანტის თვლები და ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

4-12-2019

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში 23,116.29 ლარისღირებულების არადეკლარირებული ოქროს (254,63გრამი) ნაკეთობები და ბრილიანტის თვლები (54 ცალი )გამოავლინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 27,968.35 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 27,968.35 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930