4-12-2019
ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
"ჯერ თავი მთელ საზოგადოებად გამოაცხადეს.
მერე ხელისუფლება არალეგიტიმურად ცნეს, რადგან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადადის.
მერე ამ უტყუარი წანამძღვრებიდან გამოიტანეს დასკვნა, რომ ხელისუფლების დამხობა არამარტო საჭირო, არამედ აუცილებელია.
თანაც ყველას ემუქრებიან - სახელმწიფო მოხელეებს, პოლიციელებს-გრძელი მეხსიერება გვაქვს და ყველას გაგებინებთ პასუხსო და მერე ისევ პოლიციას მოუწოდებენ მათი უმსგავსო ქმედებებისგან გაცოფებული მოქალაქეებისგან დაცვას.
ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ეს ხალხი ამავე დროს ყველა იმ ქვეყნის ხელისუფლებას აცხადებს არალეგიტიმურად და, შესაბამისად, მათ დამხობასაც საჭიროდ და აუცილებლად მიიჩნევს, სადაც შერეული ან მთლიანად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაა.
ასეთი კი 160 ქვეყანაა.
რა ყველა საოცრება ამ ჩვენს ბედკრულ სამშობლოს უნდა დაემართოს.
თუმცა, რაღა უნდა გაგიკვირდეს მათი გუშინდელი სიმღერის შემდეგ.
არის ამაში რაღაც სიმბოლური. ზუსტად ისეთივე კაკოფონიაა, როგორიც კოჰაბიტაცია.
მოკლედ, არაა ეს ხალხი ფსიქიურად ჯანმრთელი, მეტიც - საშიში გიჟები არიან, ფულით, საინფორმაციო საშუალებებით და თავისნაირებთან საერთაშორისო კავშირებით.
ამიტომ სასწრაფოდ უნდა ჩამოსცილდნენ საზოგადოებრივ ასპარეზს.