5-12-2019
,, გადიდგულებული გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ნიკა გვარამია, რომლებიც უშიშარი მეომრის იმიჯს ირგებენ, ქუჩურ პერფორმანსებს დგამენ, ბლატაობენ პოლიციასთან და სხვებთანაც, ეს არა მეომრის საქციელი, არამედ გადარჩენისთვის დაუოკებელი წყურვილია. რეალურად ამათ არჩევნები არ უნდოდათ და არ უნდათ, დამხობა იყო ამათი ერთადერთი გზა, 20 ივნისსას რომ დამხობაში გადაზარდეს პროტესტი, ისიც - უბრალოდ ვერ შეასრულებენ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ისინი არ არიან სახალხო მოძრაობა”,- ამბობს ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი POSTV-ის ანალიტიკურ ვიდეობლოგში ,, გურიზმები - დეფორმირებული სინდისი“,-საუბრობს.
მისი თქმით, მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, საქვეყნოდ მოწოდება– ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
,,მთავარი არხის მთავარმა სპიკერმა ნიკა გვარამიამ შემდეგი რამ დაწერა - რევოლუცია და დამხობა არის გარდაუვალი, სხვა გზა აღარ არსებობსო. შემდეგ ეს პოსტი მიხეილ სააკაშვილმა გადააზიარა და შესაბამისად სულ ცოტა ხანში, მათ რიგებში ახალი, რევოლუციური ნარატივები გამოჩნდება, რაც მხოლოდ ღიმილის მომგვრელი იქნება. გაგვაცინებს იმიტომ, რომ რევოლუცია არის ისეთი პოლიტიკური ტერმინი, რომელიც შინაარსში იტევს ისეთ ფიგურებს როგორიცაა რობესპიერი და დიდი პარადიგმატული ცვლილელები, ლენინი და სრულიად ახალი სამყარო, ჩეგევარა, აიათოლა ხომეინი და ა.შ. ანუ რევოლუციონერებზე ერთი მხრივ წარმოგვიდგება ამ კალიბრის სახეები, და მეორე მხრივ ყველა მსოფლიო რევოლუცია რაღაც დიდ სიახლეს სთავაზობდა საზოგადოებას. ამიტომაც სასაცილოა ამ პოლიტიკურ სიტყვაში, სადაც ერთიანდებიან მსგავსი ფიგურები, მათ გვერდით მოვიხსენიოთ ისეთი კომიკური ფიგურები, როგორებიც არიან გვარამია, მრავალგზის წაგებული სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ზოგადად, თანაც ისე, რომ არათუ რაიმე დიდ ცვლილებას მოასწავებენ, უბრალოდ ძველი ძალაუფლების აღდგენა სურთ. ამას პოლიტიკურ ლექსიკონში არა რევოლუცია, კონტრრევოლუცია უფრო ჰქვია. ძალა რომელიც გააგდო ხალხმა, მათი მობრუნების დაუცხრომელ სურვილს და ძველი წესწყობილების აღდგენას კონტრრევოლუციის სურვილი უფრო ერგება. თუმცა მოდი მეტი ანალიზი გავუკეთოთ ერთ ფაქტს, გარდა იმისა რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, კერძოდ მიშას, აქვს დაუცხრომელი სურვილი, რაღაც საოცარი ვნება ძალაუფლების დაბრუნების, ანუ ნარცისისტული სურვილი, აქ სხვა ფაქტორიც იკვეთება გარდა ნარცისიზმისა. ნაციონალური მოძრაობა, ესაა კულტურული უმცირესობა, უკიდურესად მარგინალური კულტურული ერთეული, რომელიც ყოველთვის ძალით ცდილობდა საკუთარი თავის ლეგიტიმაციას. შესაბამისად მათი ხელისუფლებაში მოსვლის ეს დაუოკებელი, მანიაკალური წყურვილი, უბრალო პოლიტიკური ამბიცია და კეთილდღეობისკენ სწრაფვა კი არა - ეს მათი არსებობის და გადარჩენის ერთადერთი გზაა. ნაციონალური მოძრაობა იმდენად დაშორებული არის საზოგადოების სოციალურ -კულტურულ კოდს, საზოგადოების ნამდვილ ხმას, ნამდვილ პულსს, რომ ძალაუფლება მათთვის ჟანგბადია, რათა იარსებონ, იცოცხლონ ამ გარემოში - ხელისუფლების და ძალაუფლების გარეშე, უბრალოდ ნადგურდებიან. გადიდგულებული გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ნიკა გვარამია, რომლებიც უშიშარი მეომრის იმიჯს ირგებენ, ქუჩურ პერფორმანსებს დგამენ, ბლატაობენ პოლიციასთან და სხვებთანაც, ეს არა მეომრის საქციელი, არამედ გადარჩენისთვის დაუოკებელი წყურვილია. მით უფრო, რომ მათ იციან, თუ ვინმე დაზიანებას მიიღებს, ეს მხოლოდ არსებულ, მმართველ ჯგუფს დააზიანებს, მმართველი გუნდი კი ცდილობს მსგავსი რამ არ დაუშვას, ამიტომაც მოირგეს შეუპოვარი, უშიშარი მეომრების იმიჯები“,- აცხადებს გური სულთანაშვილი.
როგორც სულთანიშვილი ამბობს, ნაციონალური მოძრაობის ფუნქციონირების მექანიზმი ის არის, რომ ყველა ქცევას მათ სასიკეთოდ იყენებენ, იქნება ეს რუსეთში წასვლა, დამხობის მოწოდება, რუსული პასპორტი, პოლიციაზე თავდასხმა თუ სხვა რამ, ყველაფერს თავის სასიკეთოდ გარდაქმნიან, ამიტომაცაა ფსიქიატრიულ გარემოსთან ძალიან ახლოს მათი მოქმედებები, რასაც საფუძვლად რათქმა უნდა დეფორმირებული სინდისი უდევს.
,,რეალურად ამათ არჩევნები არ უნდოდათ და არ უნდათ, დამხობა იყო ამათი ერთადერთი გზა, 20 ივნისსას რომ დამხობაში გადაზარდეს პროტესტი, ისიც - უბრალოდ ვერ შეასრულებენ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ისინი არ არიან სახალხო მოძრაობა. რევოლუცია კი მაშინ ხდება, როდესაც ჩვეულებრივი სტატისტიკური მოქალაქე, ტელევიზორთან კი აღარ ზის, ქუჩაში გადის გაბრაზებული. ხალხის ხმა სხვაგანაა, ნაციონალური მოძრაობის ხმა მათ მიერ სოციალური ინჟინერიით შექმნილ ხალხშია მხოლოდ, ანუ მათ აქტივისტებში, პატრიოტთა ბანაკების ნაღებ და ყველაზე გამორჩეულ წევრებში, თვითმმართველობების და საშუალო რგოლის ყოფილ მენეჯერებში ვინც ასე გულუხვად დაასაჩუქრეს და ა.შ. მაგრამ არა ხალხში. მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, საქვეყნოდ მოწოდება– ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. თანაც ბოლო-ბოლო იმ პირობებში, როდესაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიჭირეს ირაკლი ბათიაშვილი, მხოლოდ იმიტომ რომ გამაგრდი თქვა ტელეფონზე, სხვათაშორის ჩემი ლექტორი იყო ბატონი ირაკლი და პირადადაც ვიცი რა აბსურდთან გვქონდა მაშინ საქმე. შეგახსენებთ, ირაკლი ბათიაშვილი სტრასბურგმა ოქტომბერში გაამართლა კომპენსაციითურთ.. აგრეთვე, ზუსტად ამ ნიშნით დაარბიეს, იმედიც, რომლის ლაივშიც მაშინ გიორგი თარგამაძე იჯდა და რომელიც ახლა ფორმულას ეთერში ზის, საკუთარი დეფორმირებული სინდისით ეხმიანება ჩემ ერთ ვიდეოს. აღნიშვნის ღირსადაც არ ჩავთვლიდი ამ ფოლკლოლურ პერსონაჟს უბრალოდ ტექსტის ამ ხაზში საჭირო იყო მისი მოხსენიება ალბათ გაგიგიათ, რომაელი დრამატურგის, ტერენციის საკულტო ფრაზა, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. ანუ ორმაგი სტანდარტები და ეთიკური რელატივიზმი, თუმცა ეთიკური რელატივიზმი ძალიან მსუბუქი შეფასება იქნებოდა იმ ძალისადმი, რომელსაც შეუძლია სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანია ააწყოს მის ძველ გამონათქვამზე, რუსეთუმე უწოდოს, ხოლო თავის ანტისაოკუპაციო მოძრაობაში ყავდეს ახალგაზრდები, რომლებიც რუსულ ხაზთან აქტიურად იყვნენ დაკავშირებულები. ანდაც ერისიონის რუსეთში ვიზიტი პრობლემა იყოს, ხოლო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტი საჭირო საქმე. იდგნენ იმ ძალის გვერდით ვინც ტერიტორიები დაკარგა, ჩააბარა რუსეთშ სტრატეგიული ობიექტები, და აპროტესტებდნენ ოკუპაციას. ამას ეთიკურ რელატივიზმს ვერ დავარქმევთ, ზედმეტად აკადემიური და კულტურული სახელი იქნება. ამას უფრო დეფორმირებული სინდისი და ფსიქიატრიული გარემო შეესაბამება. არის ასეთი ფილმი, სკორსეზეს შეშლილთა კუნძული, სადაც დიკაპრიოს პერსონაჟს ერთ-ერთი პაციენტი უხნის ფსიქიატრიული კლინიკის თავისებურებას და ეუბნება შემდეგს, ეს ისეთი სივრცეა, სადაც ნებისმიერი ქცევა, იქნება ეს ადეკვატური თუ არაადეკვატური მაინც შენ სიგიჟეს ამტკიცებსო და ადასტურებსო. წარმოიდგინეთ ახლა, სრულიად უცერემონიოდ რომ წაგიყვანონ ფსიქიატრიულში, დაგაბრალონ სიგიჟე, რას აკეთებთ თქქვენ? ალბათ ყვირით, ჩხუბობთ, ამ დროს კი ექიმი ამბობს რომ ეს სიგიჟის ფორმაა, აი შეხედეთ კლასიკური მაგალითიო. მეორე შემთხვევაში, ვთქვათ ჩუმად ხართ, ექიმი მაინც ამბობს ისეთი ინდეფერენტულია, რეაქციაც არ აქვსო. მოკლედ ყველაფერი თქვენ სიგიჟეს ადასტურებს. ზუსტად ესაა ნაციონალური მოძრაობის ფუნქციონირების მექანიზმიც, ყველა ქცევას მათ სასიკეთოდ იყენებენ, იქნება ეს რუსეთში წასვლა, დამხობის მოწოდება, რუსული პასპორტი, პოლიციაზე თავდასხმა თუ სხვა რამ, ყველაფერს თავის სასიკეთოდ გარდაქმნიან, ამიტომაცაა ფსიქიატრიულ გარემოსთან ძალიან ახლოს მათი მოქმედებები, რასაც საფუძვლად რა თქმა უნდა დეფორმირებული სინდისი უდევს“,- განაცხადა გური სულთანიშვილმა.