გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
კახა კალაძემ ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის ბენეფიციარებს დედის დღე მიულოცა

3-03-2018

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის ბენეფიციარ ქალებს დედის დღე მიულოცა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.
თავშესაფრის ბენეფიციარებმა კახა კალაძეს რამდენიმე პროექტის, ქალბატონებმა მაღაზიის, ხოლო და მამაკაცებმა სპორტული მოედნისა და ტრენაჟორების მოწყობა სთხოვეს. 
“მინდა დღევანდელი დღე ყველა დედას მივულოცო. ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. ამ თავშესაფარში მყოფებმა რამდენიმე პროექტის განხორციელება გვთხოვეს. ქალბატონებს სურთ პატარა მაღაზიის მოწყობა, ხოლო მამაკაცებს სპორტული მოედანი და ტრენაჟორები. ამას აუცილებლად გავაკეთებთ. სხვა მხრივ, აქ პირობები ნამდვილად ძალიან კარგია”, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 
თბილისის მერიის კუთვნილი მიუსაფართა თავშესაფარი 2015 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს და 240 ბენეფიციარზეა გათვლილი. ამჟამად თავშესაფარში 117 ბენეფიციარი ცხოვრობს. მათ ხუთი სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი ემსახურება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031