გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურორი: მშობლებს პორნოგრაფიული ფოტოების გადასაღებად შვილები თავად მიჰყავდათ

7-12-2019

პროკურორ მარიამ გოგორელიანის განცხადებით, ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული ათივე მშობლის შემთხვევაში, ისევე როგორც მასწავლებლის შემთხვევაში, ფოტოსესიის შინაარსის შესახებ ყველა მათგანი ინფორმირებული იყო და ყველა მათგანს, ამ სესიისთვის საკუთარი შვილი თვითონ მიჰყავდა.

პროკურორის თქმითვე, ასევე, მშობლები იმყოფებოდნენ იმავე ბინაში, სადაც ფოტოების გადაღება ხდებოდა.

„აღნიშნულის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს არაერთი მტკიცებულება აქვს. გარდა იმისა, რომ არსებობს თავად ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც პორნოგრაფიაა ასახული, აგრეთვე არსებობს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩანაწერები - როგორც ვიდეოჩანაწერები, აგრეთვე აუდიოჩანაწერები და აგრეთვე მიმოწერები, რომელიც სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით ხორციელდებოდა ბრალდებულებს შორის, რითაც დასტურდება ის, რომ მათ იცოდნენ ფოტოსესიების შინაარსი და ასევე დასტურდება თანხის მიღების სქემაც“-განაცხადა პროკურორმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930