8-12-2019
ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და დავიწყეთ ჩვენი ეროვნული კვალიფიკაციების შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ კვალიფიკაციებთან. ეს არის მარტივი გზა იმისკენ, რომ ჩვენ ერთ ენაზე ვისაუბროთ. ჩამოსულმა ევროპელმა უნდა შეძლოს საქართველოში დასაქმება და პირიქით. ის დიპლომები და სერთიფიკატები, რომლებიც აქ გაიცემა გაიცემა ევროპული მოთხოვნების შესაბამისი იყოს“ ,- ამის შესახებ განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტუაშვილმა „იმედისა“ და „ჰოლონის“ გადაცემა „ბიზნესქრონიკაში“ განაცხადა და საქართველოს მოქალაქეთა ალტერნატიული დასაქმების ერთ-ერთ მიმართულებაზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, 2013 წელს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო აქტიურად ჰარმონიზაცია სხვადასხვა მიმართულებით ევროპულ სივრცესთან. მათ შორის, განათლების მიმართულებით.
„კვალიფიკაციებთან დაკავშირებითაც ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და დავიწყეთ ჩვენი ეროვნული კვალიფიკაციების შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ კვალიფიკაციებთან. ეს არის მარტივი გზა იმისკენ, რომ ჩვენ ერთ ენაზე ვისაუბროთ. ჩამოსულმა ევროპელმა უნდა შეძლოს საქართველოში დასაქმება და პირიქით. ის დიპლომები და სერთიფიკატები, რომლებიც აქ გაიცემა გაიცემა ევროპული მოთხოვნების შესაბამისი იყოს. გვესმის რომ ეს ხანგრძლივი პროცესია და ის დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. პროფესიული განათლების რეფორმით ვიღებთ სხვადსახვა ტიპის შესაძლებლობას. ჩვენ გვაქვს სრული ვრცელი კვალიფიკაციები, რომელსაც ორი სამი წელი ჭირდება და ასევე გვაქვს, ზრდასრულებზე ორინტირებული მოკლევადიანი პროგრამები. მისი მიზანია ძალიან სწარფად სამუშაო ძალის მომზადება შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ“,-აცხადებს თამარ ქიტიაშვილი.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მიმდინარეობს სისტემის ინტერნაციონალიზაციის პროცესი.
„ჩვენ უკვე გავეცით საერთაშორისო სერთიფიკატები სხვადასხვა საინჟინრო პროფესიებში. მათ ხვალიდანვე შეუძლიათ ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასა და ნებისმიერ ქვეყანაში დასაქმება იგივე პირობებით, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს. უცხოეთის ქვეყნის ბაზრებზე უკეთესი ადაპტაციის მიზნით პროფესიული გადამზადების პროგრამაში ჩართულია უცხო ენა, როგორც სავალდებული მოდული“ ,- ამბობს თამარ ქიტიაშვილი.