9-12-2019
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მესხის ქუჩაზე სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 32 წლის ქალი დაიღუპა, ხოლო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება მისი 22 წლის ძმა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმ მაია თოფჩიშვილის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცის მდგოამრეობა მძიმე იყო და ის მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. მისივე თქმით, ამჟამად პაციენტი სხვა კლინიკაშია გადაყვანილი და იქ განაგრძობს მკურნალობას.
"შემოიყვანეს პაციენტი, ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ ნახშირბადის მონოქსიდის ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით. პაციენტის მდგომარეობა რჩებოდა კრიტიკული, 17:45 წუთზე დაფიქსირდა ბოლოგიური სიკვდილი. კლინიკაში ასევე შემოიყვანეს ძმა, რომლის მდგომარეობაც იყო კრიტიკული. პაციენტი შემოსვლისთანავე გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე. მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ამჟამად, პაციენტი სხვა კლინიაშია გადაყვანილი"-განაცხადა ექიმმა.
მომხდართან დაკავშებით მიმდინარეობს გამოძიება.