გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მდინარაძე: რაღაც კომპრომისამდე უნდა მივიდეთ, რომელიც შიდა დაძაბულობას თუ კამათს დაასრულებს და საერთო გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანს

9-12-2019

უმრავლესობის სხდომამდე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის კაბინეტში შეხვედრა გაიმართა, სადაც საარჩევნო სისტემის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. შეხვედრას “ქართული ოცნების” მაჟორიტარ დეპუტატთან დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად ის დეპუტატებიც ესწრებოდნენ, რომლებიც მაჟორიტარულ პრინციპს არ თმობენ.

“გვქონდა საუბარი, მაგრამ თუ ეს შეთანხმებად გაფორმდება, უნდა იყოს უმრავლესობის ფორმატში. ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს მცდელობა გუნდში შიგნით მივაღწიოთ შეთანხმებას. ეს არის მთავარი ამოცანა,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ “კურიერთან” საუბრისას.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღნიშნულის შესახებ დამატებითი დეტალი უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

“მე ვარ ძალიან იმედიანად განწყობილი, რომ რაღაც კომპრომისამდე უნდა მივიდეთ, რომელიც ამ შიდა დაძაბულობას თუ კამათს დაასრულებს და საერთო გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანს,” – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ “კურიერთან” საუბრისას.

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930