გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის შემეგ: ჩვენ პოზიციები დავაახლოვეთ

9-12-2019

საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე სამი ძირითადი საკითხი განიხილეს: სრულად მაჟორიტარული, ე.წ. ამერიკული სისტემა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა და საარჩევნო სისტემა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ნაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ტექნიკური დეტალების დაზუსტებამდე საზოგადოებას ვერ გაანდობენ, თუმცა მმართველმა პარტიამ შეძლო და თავიანთი შეხედულებები დაახლოვა, რაც გულისხმობს იმას, რომ შეთანხმება შედგება.

,,პირველი თემა შეეხებოდა გუნდის უმრავლესობის, პარტიის ლიდერის და ჩვენს შეთავაზებას, იმ მაჟორიტარების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, რომ დაიწყონ ხელმოწერების შეგროვება, სრულად მაჟორიტარულ, ანუ ამერიკულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. შეთანხმება შედგება, რადგან ჩვენ პოზიციები დავაახლოვეთ, მაგრამ სანამ ბოლო ტექნიკურ დეტალებს არ მოვაგვარებთ, საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ გავახმაურებთ, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას.

ასევე, შეხვედრაზე საუბარი წავიდა იქით, რომ მოდით გავწიოთ ეს ე.წ. ,,გერმანული მოდელი’’, რომელიც პროპორციული სისტემის მსგავსია და ვილაპარკოთ მაჟორიტარულის შიგნით როგორ გავანაწილოთ მანდატები და დეპუტატები და არა გერმანული მოდელის მიხედვით. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვიფიქროთ მრავალ თემაზე საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში. ჩვენ პირველივე შეხვედრაზე დავადასტურეთ, რომ თუ ვიმსჯელებთ მაჟორიტარული სისტემის შიგნით როგორ განაწილდეს მანდატები, ეს ცალსახად შეესაბამება კონსტიტუციას, მაგრამ მიზანშეწონილობაზე ამ შემოთავაზების შემდეგ უნდა ვისაუბროთ ‘’ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930