გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო იარაღს აწარმოებდა

11-12-2019

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას უკიდურესად შეურაცხმყოფელი უწოდა.
ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"გაყალბებული არჩევნების შედეგად ივანიშვილის მიერ თავსმოხვეულმა თოჯინამ, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გააკეთა უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადება
და თქვა, რომ საქართველოს არ აქვს არც ჯარი და არც იარაღი.
ეს არის აბსოლიტურად პირდაპირი გამოხატულება რაც უნდა ივანიშვილს და რაც უნდა რუსეთს.
ეს არის გამოხატულება შურისძიებისა რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან და რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ჩვენს ჯარებზე,
რომლებმაც ჩამოაგდეს ცამეტი თუ თოთხმეტი საფრენი აპარატი რუსეთის შეიარაღებული ძალების, რაც ავღანეთის ომის შემდეგ არ გაუკეთებია არავის.
ეს არის შურისძიება იმ ქართველ ოფიცრებზე, რომლებიც უკრაინაში იცავენ ჩვენ ქვეყანას და საქართველოს სახელს.
ეს არის შეურაცხყოფა ათეულობით ათასი მოქმედი ქართველი სამხედროსი და ასევე ასობით ათასი ვეტერანის საქართველოს შეიარაღებული ძალების.
ეს არის შეურაცხყოფა გიორგი ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და შინდისის გმირების.
რას ნიშნავს არა გვაქვს იარაღი ?! საქართველო აწარმოებდა საწარმო DELTA-ში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო იარაღს თავის კატეგორიაში.
ეს ის ზურაბიშვილია, რომლის პატრონმა ამას წინად აფრინა ჰააგაში მინისტრი წულუკიანი ერთადერთი თხოვნით, რომ დააჩქაროს ქართველი
სამხედროების გადაცემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში საერთაშორისო სასამართლომ,
იმ ყალბი მასალების საფუძველზე, რომელიც გადასცა ივანიშვილის დავალებით სუსმა და წულუკიანის უწყებამ.
ეს ხალხი არის საქართველოს შეგნებული მტერი!

საქართველოში აუცილებლად გათენდება,"-განაცხადა სააკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930