12-12-2019
როგორც ჩანს „ნაციონალურ მოძრაობას“ ფაშიზმი მოენატრა, სწორედ ის ფაშიზმი, როგორი მეთოდებითაც ქვეყანას მართავდნენ“-ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მან კომენტარი გაუკეთა პარლამენტში გაურკვეველი მომწამვლელი ნივთიერების შეტანის ფაქტს და განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობას“ სხვა მეთოდები აღარ დარჩა.
„ჩვენ მათ ფაშიზმის მექანიზმები გამოვაცალეთ და ერთადერთი, რაც დღეს დარჩენიათ, ეს სუნის დაყენებაა და სუნს აყენებენ. სკუნსებად გადაიქცნენ. ესენი რომ დაბრუნდნენ ალბათ მთელ მოსახლეობას მოწამლავენ“ - განაცხადა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება დაიწყება.
„გამოძიება ჩატარდება, ესქპერტები დარბაზში იმყოფებიან და ალბათ დაადგენენ, რა ნივთიერება იქნა შეტანილი პარლამენტში.
მაგრამ მთავარი აქ მოვლენის პოლიტიკური შეფასებაა.
პიკეტირება ამათ არ შეუძლიათ, პროტესტის გამოხატვის კანონიერი ფორმები არ გააჩნიათ, მარტო პარლამენტში შეჭრა უნდათ და მარტო სუნის დაყენება შეუძლიათ.
მრცხვენია, როგორ უნდა დავჯდე ამ ადამიანების გვერდით, რომლებიც სუნს დააყენებენ და მერე გარბიან“-განაცხადა სესიაშვილმა.
18-12-2024