გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბრიუსელში საერთაშორისო პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს გენერალური ასამბლეა ირაკლი პეტრიაშვილმა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი განცხადებით გახსნა

17-12-2019

ბრიუსელში საერთაშორისო პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს მე-4 გენერალური ასამბლეა გაიხსნა.

ასამბლეა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტმა ირაკლი პეტრიაშვილმა - ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი სიტყვებით გახსნა და ტყვეობაში მყოფ ექიმს, მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან სრული სოლიდარობა გამოუცხადა.

აღსანიშნავია, რომ ასამბლეაში 40 მდე ქვეყნის 100 ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს. დღეს საერთაშორისო პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს 2020-2024 წლების პოლიტიკა უნდა განსაზღვრონ და სამოქმედო გეგმა დაამტკიცონ, აგრეთვე ოთხი წლის ვადით აირჩევენ პრეზიდენტს. ამ თანამდებობას 2015 წლიდან, სრული მხარდაჭერით არჩეული ირაკლი პეტრიაშვილი იკავებდა. ასამბელაზე აირჩევენ რვა ვიცე პრეზიდენტსაც.

პროფკავშირების კონფედერაციის პან-ევროპული ორგანიზაცია ევროპის კონტინენტის ყველა ქვეყნის პროფკავშირებს აერთიანებს, მათ შორის, პროფკავშირებს ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნებიდან და მილიონობით დასაქმებულის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ორგანიზაციაში 65 მილიონი წევრი და 39 სხვადასხვა ქვეყნის მოქმედი პროფკავშირია გაერთიანებული. ეს არის ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი და ანგარიშგასაწევი მშრომელთა გაერთიანება მთელ მსოფლიოში. იგი დაკავებულია ევროპის შრომის პოლიტიკის განსაზღვრით, დასაქმებულთა უფლებებისა და ღირსეული პირობებით უზრუნველყოფის საკითხებით და შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვით.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება
 - ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 150 000 მდე წევრს. მისი წევრია 21 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930