გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამოქალაქო აქტივისტებმა შს სამინისტროსთან პროტესტის ნიშნად მერხი მიიტანეს

18-12-2019

სამოქალაქო აქტივისტებმა მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მდუმარე აქცია გამართეს და მერხი მიიტანეს.

 

აქციის მონაწილის ნოდარ რუხაძის თქმით, აქტივისტები 19:00 საათზე უწყების წინ საპროტესტო აქციას ისევ გამართავენ. 

"ეს იყო სოლიდარობის აქტი, პირველ რიგში ოჯახისთვის და იმ მოზარდისთვის, რომელიც სისტემის მსხვერპლი გახდა.სწორედ ამიტომ მოვედით დღეს აქ. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დღეს საღამოს შვიდ საათზე ვიკრიბებით ისევ აქ და კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ ამ უმსგავსობას", -აღნიშნა აქტივისტმა.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ბიჭმა 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადახტა. ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზად სამართალდამცველების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა განიხილება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსის მოადგილეს და განყოფილების გამომძიებელს უფლებამოსილება მათივე ინიციატივით შეუჩერდათ.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930