გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

18-12-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა სოფელი გლდანის, პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის, წყაროთ უბანის, მუხიანის აგარაკების, გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, თამარ მეფის, ზაქარია მაისურაძის, არსუკიძის, კაჭარავას, წინამძღვრიშვილის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, კონსტანტინე ლესელიძის, სამხარაძის, ბაბილოძის, გლდანულას, ინგუშეთის, ხერგიანის, გელა ბელქანიას, ომარ ხიზანიშვილის და ჯანჯღავას ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის და ავთო ვარაზის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 14 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას გარდაბნის გზატკეცილის, საავიაციო ქარხნის დასახლების, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), საექიმოს, ლობჟანიძის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ნავთლუღის, წინანდლის, ქინძმარაულის, გარდაბნის, წმინდა ბარბარეს, სამგორის, გაიოზ რექტორის, კიკნაძის, მარია პერინის, გიგინეიშვილის, ხმელნიცკის, ალიხანაშვილის და ემირ ბურჯანაძის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 15 საათამდე ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, გურამიშვილის გამზირის(ნაწილობრივ), თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, სუვოროვის, კლდეკარის, ხერთვისის, გორდის, დავით იოსელიანის, ლამისყანის, წერონისის, ლაითურის, ქსნის და არბოს ქუჩების მაცხოვრებლები.

ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა მინდელის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 16 საათამდე პეკინის გამზირის, მიცკევიჩის, კუტუზოვის, ცაგარელის და გამრეკელის ქუჩების მაცხოვრებლებს, 12 საათიდან 15 საათამდე ყაზბეგის გამზირის, შევარდენიძის, საბურთალოს, საირმის, ბურძგლას და შმიდტისქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 12 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს, 12 საათიდან 18 საათამდე ვარკეთილის დასახლება IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე დიღმის მასივის I, IV კვარტლების, ახმეტელის, ლუბლიანას და ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930