გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა მძიმე რჩება

20-12-2019

ხეჩინაშვილის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას, დილით, ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

მას ქალა ტვინის მძიმე ტრავმა და სისხლჩაქცევები აქვს მიღებული.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მას თავისა და გულ-მკერდის არეში ნაკვეთი ჭრილობები აქვს მიყენებული.

"აღინიშნება პოლიტრავმა, ანუ მრავლობითი დაზიანებები. დაზიანებულია გულ-მკერდის მარცხენა ნახევარი, ამ მიდამოში აღინიშნება ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები, გულ-მკერდი ღრუში შემავალი ჭრილობები მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით, და თავის, თხემის მიდამოში 4 ჭრილობა. მდგომარეობა სერიოზული და მძიმეა, პოლიტრავმა ეს უკვე მძიმე პათოლოგიაა," - აცხადებს ექიმი გიორგი გვახარია.

ვერაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია გუშინ საღამოს დაახლოებით 19:00 საათისთვის დაჭრეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930