გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ერეკლე კუხიანიძე: საქართველოში სისტემური დემოკრატიის შემომტანი ვარ

24-12-2019

"გრძელდება "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერ-მატრაბაზის გიჟური გამოხტომები, რომელიც ცდილობს, ფსიხოზში შეიყვანის ქვეყანა, მაგრამ ეს არ გამოუვა", - ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას.

ერეკლე კუხიანიძის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნას, რომ მან საკრებულოს დეპუტატის მანდატი დატოვოს, არ გაითვალისწინებს.

"მანდატს არ დავტოვებ! მე ეს მანდატი მჭირდება. ჩემს ცხოვრებაში არავის ვეპოტინებოდი და არავის არაფერს ვთხოვდი. ჩემით მიცხოვრია. საქართველოში სისტემური დემოკრატიის შემომტანი ვიყავი მე",- აღნიშნა ერეკლე კუხიანიძემ.

თბილისის საკრებულოში, გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი და "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, დაპირისპირების მიზეზი კი, ერეკლე კუხიანიძე გახდა. ლევან ხაბეიშვილი კომისიის სხდომაზე სწორედ უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის ყოფნას აპროტესტებდა.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930