24-12-2019
ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა მერიას იმის ფუფუნება, 6 მილიონამდე ლარი დახარჯოს წინასაახალწლოდ, თბილისის მერი ასე პასუხოს.
“თქვენ როგორ ფიქრობთ, ახალგაზრდა ხართ, გიყვართ ჩვენი ქალაქი და მოგწონთ თუ როგორ განათებულია. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა გაალამაზოს დედაქალაქის მერიამ საახალწლოდ ქუჩები, ბავშვებისთვის შექმნას სასიამოვნო გარემო თუ არა?
რადგან თქვენ პასუხი არ გაქვთ, მე ვუპასუხებ – ახალი ნაძვის ხის შეძენა იმიტომ გახდა საჭირო, რომ არ ვარგოდა ძველი, ამოწურული ჰქონდა თავისი რესურსი.
ყველა იმ ადამიანს ვინ ცდილობს ბავშვებს წაართვას ახალი წელი, ხალხს წაართვას გალამაზებული ქალაქი და ცდილობს ეს ყველაფერი რაღაც პოლიტიკური ნიშნით გამიყენოს, ჩვენ ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ.
კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, მიუხედავად თავიანთი პოლიტიკური შეხედულებებისა, კეთილი ინებეთ და საახალწლო დღეებში მაინც შეიკავეთ თავი თქვენი ბოროტი აზრებისა და მოსაზრებების გამჟღავნებისგან. ერთმანეთს აჩუქეთ სითბო, სიყვარული, რაც ყველაზე მეტად აკლია დღეს ჩვენ ქვეყანას. მოვეფეროთ ერთმანეთს. იმის დროც იქნება პოლიტიკური დებატებში შევიდეთ.
დედაქალაქის მერია დაახლოებით 360 მილიონ ლარს ხარჯავს ყოველწლიურად სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ დავეხმაროთ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა.
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ადამიანები და ოჯახები, ვისაც ჩვენი თანადგომა, მხარდაჭერა სჭიდება და ზუსტად ამიტომ 2020 წელს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება იქნება“ – განაცხად კახა კალაძემ.