გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოპერისა და ბალეტის თეატრის გეოლოგიური გამოკვლევებით დადგინდა, რომ მიწის ქვეშ გრუნტის წყლებმა მიმართულება შეიცვალა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები

24-12-2019

2017 წელს, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გეოლოგიური გამოკვლევებით დადგინდა, რომ მიწის ქვეშ გრუნტის წყლებმა მიმართულება შეიცვალა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეარტრი 2017 წელს, გეოლოგიური გამოკვლევებით გადამოწმდა და დადგინდა, რომ მიწის ქვეშ გრუნტის წყლებმა მიმართულება შეიცვალა, რომელსაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა შენობის ნაწილისათვის. შესაბამისად მომზადდა შენობის კონსტრუქციის გაძლიერების პროექტი, რის საფუძველზეც დღეისთვის მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, რაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით ხორციელდება, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი სოციალურ ქსელში, ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

განცხადების თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრი მთაწმინდის ფერდზე და მის ქვეში გრუნტის წყლები გადის, იგი მუდმივად სახელმწიფოს მხრიდან მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რომელიც ფონდმა ქართუმ განახორციელა, 2015 წელს დასრულდა. რესტავრაციის შემდგომ შენობა იდეალურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ რუსთაველის გამზირი გეოლოგიურ-ჰიდროლოგიურად არასტაბილურ ზონად ითვლება, მდებარეობს მთაწმინდის ფერდზე და მის ქვეშ გადის გრუნტის წყლები, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ.

2017 წელს, გეოლოგიური გამოკვლევებით გადამოწმდა და დადგინდა, რომ მიწის ქვეშ გრუნტის წყლებმა მიმართულება შეიცვალა, რომელსაც შესაძლოა, საფრთხე შეექმნა შენობის ნაწილისათვის. ამიტომ, გეოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით, შენობის გაძლიერებისთვის დამატებითი ღონისძიებების ჩატარება გახდა საჭირო. შესაბამისად მომზადდა შენობის კონსტრუქციის გაძლიერების პროექტი, რის საფუძველზეც დღეისთვის მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, რაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით ხორციელდება”,- ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930