გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივნისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ავარია მოხდა

25-12-2019

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაცოთ, ავტომობილი ხრამში რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაღუპულია მანქანაში მსხდომი ყველა ადამიანი.

ამ დროისთვის გარდაცვლილთა ცხედრები ხევიდან უკვე ამოყვანილია და მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

metronome

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30