გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხეში, მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო კონცერტი გაიმართა

31-12-2019

ახალციხის ცენტრალურ პარკში, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, ახალი წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები წარსდგნენ.

დამდეგი ახალი წელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მიულოცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ.

სადღესასწაულო ღონისძიების ფარგლებში, წარმატებული სპორტსმენების, ახალგაზრდული პროგრამების „მოხალისე 2019“-სა და „დებატ-კლუბების“ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებულებს სერთიფიკატები, ფასიანის საჩუქრები და ფულადი ჯილდოები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ გადასცეს. თავის მხრივ, გამარჯვებულებმა მიღებული საჩუქრის, საინტერესო თანამშრომლობისა და მიღებული გამოცდილებისთვის მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის მერიას.

საახალწლო ღონისძიება ჯგუფის „რეზო და ბავშვების“ კონცერტით გაგრძელდა.დღის ბოლოს კი, თოვლის პაპებმა და სანტა კლაუსებმა ახალციხელებს დამდეგი ახალი 2020 წელი მიულოცეს და ღონისძიებაზე მყოფი პატარები ტრადიციულად ტკბილეულით გაახარეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930