გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ პარლამენტის სახელით უკრაინელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა

9-01-2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა საქართველოში უკრაინის საელჩოში უკრაინელი ხალხისთვის სამძიმრის გამოსახატავად მივიდა.
კახა კუჭავამ უკრაინის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში, რომელიც 8 იანვარს თეირანთან, „უკრაინული საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის - „ბოინგ 737-800“-ის კატასტროფასთან დაკავშირებით გაიხსნა, ჩანაწერი გააკეთა.

„ეს დიდი ტრაგედიაა როგორც უკრაინისთვის, ისე ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელთა მოქალაქეები დაიღუპნენ ამ ტრაგედიის შედეგად. ჩვენ მოვედით, რომ მოგვესამძიმრა საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ხალხის სახელით უკრაინელი ხალხისათვის. შესაბამისად, ჩანაწერი გავაკეთეთ სამძიმრის წიგნში“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

9 იანვარი უკრაინაში გლოვის დღედ არის გამოცხადებული „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის საპატივსაცემოდ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031