გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინის პრეზიდენტი: უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნა შესაძლოა სარაკეტო იერიშის შედეგია

10-01-2020

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი „უკრაინული საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდინის საკითზე განცხადებას, სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

ზელენსკი წერს, რომ შესაძლოა თვითმფრინავის ჩამოვარდნა სარაკეტო იერიშის შედეგია, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის.

უკრაინის პრეზიდენტი სახვა ქვეყნებს მოუწოდებს, რომ ავიაკატასტროფასთან დაკვშირებული მტკიცებეულებები თუ მასალები გამოძიების შესახებ შექმნილ კომისიას გადასცენ.

„ეს ვერსია გამორიცხული არ არის, თუმცა ჯერ არ დადასტურებულა. ყველა საერთაშორისო პარტნიორს მოვუწოდებთ, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას და დიდ ბრიტანეთს - შემთხვევის მტკიცებულება და მონაცემი გამოძიების შესახებ შექმნილ კომისიას გადასცენ“, - დაწერა ზელენსკიმ Facebook-ზე.

დღეს კანადის პრემიერმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ უკრაინული ავიალაინერი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო, ასეთივე ინფორმაცია გაავრცელა ამერიკულმა მედიამაც.

თეირანში 8 იანვარს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737 ჩამოვარდა, რასაც თვითმფრინავში მყოფი 180-ვე ადამიანი ემსხვერპლათავდპირველად მიიჩნევდნენ, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური პრობლემა იყო.

 

კატასტროფის გამო 9 იანვარი  უკრაინასა და ირანში გლოვის დღედ გამოცხადდა.



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031