13-01-2020
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა რაულ ხაჯიმბას გადადგომას მხარი დაუჭირა. ე.წ. ნაციონალური ასამბლეის დადგენილებით, პრეზიდენტის მოვალეობას ე.წ რესპუბლიკის პრემიერი ვალერი ბგანბა შეასრულებს.
გადამდგარმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს 12 იანვარს განცხადებით მიმართა, რომ შეწყვეტილიყო მისი უფლებამოსილება, რასაც წინ უძღოდა ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად გამოცხადების შესახებ“.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 2019 წლის სექტემბერში გაიმართა, სადაც მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ, ოპოზიციური პარტიის „ამცახარას“ ლიდერი, ალხან კვიცინია დაახლოებით 1%-იანი უპირატესობით დაამარცხა.
9 იანვარს კი სწორედ ამ არჩევნების შედგებს აპროტესტებდენ „ამაცხარას“ მხარდამჭერები, ისინი ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ.