გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: თუ ირაკლი შოთაძეს გაუწევენ რეკომენდაციას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, მე მხარს დავუჭერ

16-01-2020

თუ ირაკლი შოთაძეს გაუწევენ რეკომენდაციას, მე მხარს დავუჭერ, მის პერიოდში საკმაოდ ბევრი საქმე არის სწორად წარმართული, - ამის შესახებ პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საკადრო დეფიციტი, რაზეც ოპონენტები მიუთითებენ, არ არსებობს. რაც შეეხება სარალიძის საქმესთან დაკავშირებულ კრიტიკას, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მაშინ ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილება გადადგომის თაობაზე არასწორი იყო.

„თუ ირაკლი შოთაძეს გაუწევენ რეკომენდაციას, მე მხარს დავუჭერ. მის პერიოდში საკმაოდ საინტერესო რეფორმები განხორციელდა, ურთულეს პირობებში უწევდა მუშაობა და საკმაოდ ბევრი საქმე არის სწორად წარმართული სასამართლოში. ასე რომ, ირაკლი საკმაოდ კარგი კადრია და აქ არავითარ (საკადრო) დეფიციტზე საუბარი არ არის“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, სარალიძის საქმესთან დაკავშირებით შოთაძემ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ გავლენის თემაზე სპეკულაცია არ ყოფილიყო ოპოზიციის მხრიდან.

„თუმცა, არ მიმაჩნია სწორად ეს გადაწყვეტილება რომ მიიღო, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილება იყო და ეს მის პიროვნულ პოზიციაზეც კარგად მეტყველებს. კომისია ჩატარდა, ვფიქრობ, სპეკულაციებით იყო აღსავსე იმ ადამიანების პოზიცია, რომლებსაც ჩვენ ვუწოდებთ ოპონენტებს, მაგრამ რეალობაში ქვეყანას სჭირდება პროფესიონალი პროკურატურა, რომელიც ფაქტია, რომ სახეზეა,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინეს. იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930