გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
„რამდენიმე ათასი აშშ დოლარი მაქვს... საწყის ეტაპზე ეს საკმარისია. მე არ დავიკარგები“

7-03-2018

 უკრაინაში დასაბრუნებლად ვემზადები და საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ვმონაწილეობ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოცემა „მედუზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

„ვერავინ ვერასოდეს შესძლებს ჩემს გაჩუმებას. ამასწინათ რუსულ არხებზე ძველი „ფეესბეშნიკი“ იგორ გიორგაძე აჩვენეს, რომელმაც განაცხადა, რომ თუ არ გავჩერდები, მე გამაჩერებენ. მინდა მათ ვუთხრა: არაფერი გამოგივათ. მე აქტიური ვიქნები და ჩემს მიზნებს მივაღწევ. ევროპაში ჩემს ყოფნას თავის პლუსები აქვს. როგორც ვიცით, თავის დროზე ბაბუა ლენინს ყველაფერი გამოუვიდა, თუმცა მას არ ჰქონდა ინტერნეტი, კომუნიკაციის სხვა საშუალებები და იმ დროს თვითმფრინავებიც კი არ დაფრინავდნენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

მისი თქმით, ჰოლანდიაში ის დაცვის გარეშე გადაადგილდება.

„რა დაცვა? არანაირი დაცვა არ მყავს. კიევში მყავდა დაცვის ერთი წევრი, რომლის დეპორტირება მოხდა. როდესაც მე კაფეში ვიყავი, სადაც დამაკავეს, ჩემთან ანტიტერორისტული ოპერაციის ორი ვეტერანი იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, მათ იარაღი არ ჰქონდათ“, - აღნიშნა მან. 

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მის ოჯახს ნორმალური შემოსავალი აქვს და საწყისისთვის ეს საკმარისია.

„რამდენიმე ათასი აშშ დოლარი მაქვს. ჩემი ოჯახი მდიდარი არ არის, მაგრამ ნორმალური შემოსავალი გვაქვს ჰოლანდიაში. საწყის ეტაპზე ეს საკმარისია. მე არ დავიკარგები. მაქვს შემოთავაზებები ლექციების წაკითხვაზე და ბევრი სხვა შესაძლებლობები მექნება ასარჩევად“, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა. 

alia.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930