30-01-2020
ჩინეთში, სპეციალურად კორონავირუსით დაავადებული ადამიანებისთვის, პირველი საავადმყოფო გაიხსნა, რომელიც 1000 პაციენტზეა გათვლილი. აღსანიშნავი ის არის, რომ შენობა, სადაც საავადმყოფო გახსნეს, დასრულებული არ იყო და მისი რეკონსტრუქცია ჩინელებმა 48 საათში შეძლეს.
კლინიკა ქალაქ უხანში გაიხსნა და როგორც Daily Mail წერს, მას Dabie Mountain Regional Medical Centre ჰქვია.
გარდა სარემონტო სამუშაოებისა, კლინიკა ყველა საჭირო ინვენტარით 48 საათში აღჭურვეს.
აღსანიშნავია, რომ შენობაში ისედაც კლინიკის განთავსება იგეგმებოდა, თუმცა სამუშაოები დამთავრებული არ იყო და ვარაუდობდნენ, რომ მის გახსნას 2020 წლის მაისში შეძლებდნენ.