გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: გუშინ ვთქვი, რომ როგორც ჩანს აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ და კიდევ ბევრი წერილი და პოზიციების დაფიქსირება იქნება-მეთქი და დღეს ეს დადასტურდა

30-01-2020

მე გუშინ ვთქვი, რომ როგორც ჩანს აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ და კიდევ ბევრი წერილი და ბევრი პოზიციის დაფიქსირება იქნება-მეთქი და დღეს ეს დადასტურდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სენატორების წერილებთან დაკავშრებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


პრემიერის თქმით, ხელისუფლებას არასოდეს შეშინებია მწვავე შეკითხვების და ყოველთვის მზად იყო, მწვავე შეკითხვებზე შესაბამისი პასუხები გაეცა.


„მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ არასოდეს შეგვშინებია მწვავე შეკითხვების და ყოველთვის მზად ვიყავით, ამ მწვავე შეკითხვებზე შესაბამისი პასუხები გაგვეცა.არ დავიწყებ გარჩევას. სხვადასხვა წერილები იყო სხვადასხვა აქცენტებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ როგორც იცით, გუშინ საქართველოში ჩამობრძანდა აშშ-ის ახალი ელჩი. უახლოეს პერიოდში პარლამენტის დელეგაცია გაემგზავრება ამერიკაში. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვიქნებით უაღრესად აქტიურები, უაღრესად ეფექტურები და ამასთან ერთად ობიექტურები, ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რისგანაც ახლა ამ ჟრიამულს ვტეხავთ. რა თქმა უნდა ეს არის ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხები, მოგეხსენებათ, აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930