18-12-2017
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 03 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის ხევის, აბაშიძის, ატენის, ყიფშიძის, ნინო რამიშვილის, არაყიშვილის, გაბაშვილის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, თენგიზ აბულაძის და თაქთაქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 03 საათიდან 05 საათამდე 1 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა წყნეთის გზატკეცილის, დაბა წყნეთის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი წერეთლის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, თამარაშვილის, ყიფშიძის, ცხვედაძის, ტიციან ტაბიძის, დარიალის, რაზმაძის, აბაშიძის, კავსაძის, ფალიაშვილის, შატბერაშვილის, ქობულეთის, წყნეთის, მოსაშვილის, მუხაძის, მიშველაძის, უნივერსიტეტის, აბულაძის, არაყიშვილის, იმედაძის, უჩანეიშვილის, ნინო რამიშვილის, თაქთაქიშვილის და გაბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 14 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის, 12 საათიდან 15 საათამდე კი ვასაძის ქუჩის მაცხოვრებლები.