გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
POSTV: რა თქვა რეალურად ბიძინა ივანიშვილმა და როგორ დაამახინჯა მისი ნათქვამი მიკერძოებულმა მედიამ

31-01-2020

რა თქვა რეალურად ბიძინა ივანიშვილმა და როგორ დაამახინჯა მისი ნათქვამი მიკერძოებულმა მედიამ - POSTV-ის გადაცემა მედია რენტგენი ზოგიერთ მედიასაშუალებას ბიძინა ივანიშვილის 2019 წლის 27 ნოემბრის ინტერვიუს იმ მონაკვეთს კონტექსტის დამახინჯებაში ამხელს, სადაც იგი ნაციონალური მოძრაობის აქციებთან დაკავშირებით საუბრობს.

იმის დასტურად, რომ კონტექსტი დამახინჯებული იყო, გადაცემის წამყვანი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ნაწყვეტს იხსენებს.

ლიზა გეგეჭკორის თქმით, მიუკერძოებელი ადამიანისთვის სავსებით გასაგები იყო, თუ რა კონტექსტით ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა, თუმცა რამდენიმე მედიასაშუალებამ აღნიშნული განცხადება კონტექსტიდან ამოგლიჯა, ვრცელი სტატიები დაწერა და შეცდომაში შეიყვანა როგორც მოსახლეობა, ისე უცხოელები.

„მათი მცდარი ინტერპრეტაციით ივანიშვილი ციხით დაემუქრა ოპოზიციას. მოდით ვნახოთ თუ როგორ შეიძლება ივანიშვილის სიტყვების პერიფრაზირება, ანუ როგორ გაიგებდა მათ შინაარს არაანგაჟირებული მაყურებელი.

„ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში მოსვლის არაკონსტიტუციური ძალადობრივი გზა აირჩია. ეს გზა ერთხელ მათ გამოუვიდათ ვარდების რევოლუციის დროს და ამიტომ ისინი კვლავ ამ იდეის მძევლები არიან.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ უკანონო გზა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში უპერსპექტივოა. საქართველოში ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით შეიცვლება, შესაბამისად, ყველანაირი მცდელობა დესტაბილიზაციის, შევარდნისა და დამხობის განწირულია წარუმატებლობისთვის და შემვარდნელებისთვის დასრულდება ისე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, ზოგიერთი მათგანისთვის დაჭერით და გასამართლებით, ხოლო ზოგიერთისთვის ფიზიკური დაზიანებით სამართალდამცველებთან შეჯახებისას.... და თუ ეს კიდევ გაგრძელდება, ანუ უკანონო ქმედებები, ზოგიერთ მათგანს შესაძლოა კიდევ მოუწიოს კანონის წინაშე პასუხის გება.

ერთი ჭკვიანი კაცი რომ ჰყავდეთ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ლიდერებს, აუცილებლად ეტყოდა, რომ მსგავს ძალადობას პერსპექტივა არ აქვს და დაარწმუნებდა მათ, რომ თუ არ გაჩერდებიან და ძალადობას განაგრძობენ ხომ მოუწიათ ზოგიერთს მცირე ხნით, ზოგიერთს დიდი ხნით საპატიმროებში ყოფნა, ეს შეიძლება განმეორდეს.

ამასთან, მთლიანად ეს ნათქვამი იყო ოპოზიციონერებისთვის თანაგრძნობის კონტექსტში, თუნდაც ეს ფრაზა რად ღირს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებიც ქართველები არიან და არ არიან გადასაყრელი ხალხი” - ამბობს გადაცემის ავტორი და წამყვანი.

მისი თქმით, ცხადია, იმისთვის, რომ რომ სწორად გაიგო ივანიშვილის ნათქვამი, უნდა შეხედო სრულ კონტექსტს, თუ რას საუბრობდა ის მანამდე, როგორ თქვა ეს ყოველივე, რა ინტონაციით და შემდეგ გააკეთო დასკვნები და ანალიზი.

„თუმცა, თუ თქვენი მიზანია ბნელ ოთახში იმ კატის დაჭერა, რომელიც იქ არ იმყოფება, მაშინ რა თქმა უნდა, შეიძლება შეცდომაში შეიყვანო მოახლეობის ნაწილიც და რამოდენიმე უცხოელიც. მედია რენტგენის მთავარი ამოცანა სწორედ მხილებაა, სწორედ ასეთი ფაქტების, რომლებსაც ესა თუ ის მედია საშუალება თუ მათი კურატორები საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასამართლებლად იყენებენ და ეს ჩვენთვის ნათელია“- ამბობს გადაცემის წამყვანი.



ვიდეოს ბმული

https://www.facebook.com/POSTV.Analytics/videos/168991631106078/?epa=SEARCH_BOX

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930