გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსლან აბაშიძე აფხაზი მხატვრების ნამუშევრებით შექმნილი კალენდრის „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ პრეზენტაციას დაესწრო

3-02-2020

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის და აფხაზეთის მხატვართა კავშირის ორგანიზებით „მაგთი კლუბში“ აფხაზი მხატვრების ნამუშევრებით შექმნილი კალენდრის „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ პრეზენტაცია გაიმართა.

ნაბეჭდი 14 ხელოვანის ნამუშევარს აერთიანებს. პროექტის მიზანია ნდობის აღდგენისა და ხელოვანთა შემოქმედებითი ურთიერთობების განვითარების პროცესის ხელშეწყობა.

პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე დავით ბაძაღუა, დევნილი მხატვრები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930