გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოპოზიციამ პარლამენტთან დღეს დაგეგმილი საპროტესტო ღონისძიებები გააუქმა

4-02-2020

ოპოზიციამ პარლამენტთან დღეს დაგეგმილი საპროტესტო ღონისძიებები გააუქმა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე წერს.


„რამდენიმე საათის წინ უმძიმესი ტრაგედია დაგვატყდა თავს. ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახში ხანძარი გაჩნდა, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანია. პირველ რიგში მსურს მწუხარება გამოვთქვა ამ ამბის გამო. ეს ტრაგედია ყველა ჩვენგანისთვის საზარელი ფაქტია.


მინდა მწუხარება გამოვთქვა და ოჯახის ახლობლებსა და სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო.


როგორც მოგეხსენებათ, დილის 10 საათზე ჩვენ საპროტესტო აქციას ვგეგმავდით, თუმცა ამ ამბავმა მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ 4 თებერვალს ჩანიშნული საპროტესტო ღონისძიება გაგვეუქმებინა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.


კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს“, - წერს გიორგი ვაშაძე.


შეგახსენებთ, ბაღდათში ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი კი არსებული ინფორმაციით, ოჯახის ახლობელია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930