4-02-2020
„მე მინდა პარლამენტის სახელით მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც შეეწირა ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე. ეს უდავოდ არის ერთ-ერთი უმძიმესი მომენტი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და მე მინდა ყველას გთხოვოთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.