4-02-2020
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე დღიანი უხვი ნალექის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 94 კმ-ზე, სოფელ დიზის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა.
შედეგად გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის შეჩერებულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.