გამყრელიძის თქმით, დამატებითი რეაგენტები საქართველოში გერმანიიდან გამოიგზავნა. ამასთანავე, ვირუსთან დაკავშირებით საზღვრები მაღალ დონეზე კონტროლდება.
"ღამით გერმანიიდან ჩამოვიდა დამატებითი რეაგენტები, რომლებიც გვაკლდა იმისთვის, რომ ლაბორატორიული დიაგნოზი დაგვესვა ამ დაავადების. თუ იქნა სავარაუდო შემთხვევა და დიდი ალბათობით გვექნება, იმიტომ რომ ეს აპიდაფეთქება მალე არ დამთავრდება, საქართველოში ბოლომდე გვექნება საშუალება, რომ სრულად იქნეს ადგილზე ყველაფერი გამოკვლეული. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში ინფექციის შემოტანა პრევენტირებული იყოს. საზღვრები საკმაოდ მაღალ დონეზე კონტროლდება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.