5-02-2020
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პარლამენტში, უმრავლესობის სხდომაზე დასასწრებად ადრე შევიდნენ.
„დაგეგმილი გვაქვს სირცხვილის კორიდორი. როგორც ცნობილია, გუშინ არ გაამჟღავნეს და დღეს უცბად ჩანიშნეს დილით უმრავლესობის სხდომა, რომ უფრო ადრე შეეყვანათ დეპუტატები. ასე გოდრებით დაატარებს დეპუტატებს უმრავლესობა, რომ არ გაიარონ სირცხვილის კორიდორში. კი, ბატონო, ორზე დაინიშნება სხდომა, თქვენ შეგიძლიათ, ცხრაზე შეიყვანოთ დეპუტატები; დილის ათზე დაინიშნება სხდომა, თქვენ შეგიძლიათ, დილის ექვსზე შეიყვანოთ დეპუტატები, ხაშიც დაახვედროთ იქ. ყოველთვის უნდა იცოდეთ, რომ ხალხის ხმა, სამოქალაქო საზოგადოების ხმა, გაბრაზებული ადამიანების ხმა მაინც მოაღწევს თქვენს ყურამდე, სადაც უნდა დაიმალოთ, როგორც უნდა დაიმალოთ“ , განაცხადა გიგი უგულავამ.
პარლამენტის შენბობის შესასვლელებთან აქცია მიმდინარეიბს, რომელსაც ოპოზიცია და სამოქალაქო აქტვისტები მართავენ.