გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ჯანდაცვის მინისტრი: ყველაფერი კეთდება, რომ კორონავირუსის შემოტანის პრევენცია მოვახდინოთ

5-02-2020

„ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ კორონავირუსის შემოტანის პრევენცია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ინფექცია მაინც დაფიქსირდა, ქვეყანა მზადაა პაციენტებს სწრაფი და ხარისხიანი გადაუდებელი დახმარება გაუწიოს.

 

„მინდა საჯაროდ გადავუხადო მადლობა სამედიცინო პერსონალს, ეპიდემოლოგების მთელ გუნდს, ლუგარის ლაბორატორიის, ასევე დაავადებათა კონტროლის სამსახურის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს თავდაუზოგავი შრომისა და აქტიური თანამშრომლობისთვის. მოგეხსენებათ დღეიდან უკვე საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, კერძოდ კი ლუგარის ლაბორატორიას აქვს საშუალება ვირუსის იდენტიფიცირება/დიაგნოსტირება მოახდინოს",- აღნიშნა მინისტრმა.


https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728