გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ავთანდილ წერეთლის მდგომარეობა, ძალიან დიდი სტრესის შედეგია - კლინიკა „ჰელსიკორში“ წერეთელი გუშინ გადაიყვანეს

7-02-2020

კლინიკა „ჰელსიკორის“ გენერალური დირექტორი რუსუდან ლაგვილავა აცხადებს, რომ ავთანდილ წერეთელი კლინიკაში გადაყვანისას მძიმედ იყო, ამჟამად კი მდგომარეობა სტაბილურია.


მისი თქმით, წერეთლის მდგომარეობა, სავარაუდოდ, ძალიან დიდი სტრესის შედეგია.


„დაბალი წნევა აღენიშნებოდა… იყო გარკვეული ცვლილებები გულზე, მაგრამ ამ ეტაპზე ექიმმა თავი შეიკავა სტენტირებისგან… შემოსვლის მომენტში პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, ამ მომენტში არის სტაბილური… მიმდინარეობს შემდგომი დაკვირვება პაციენტზე“, - განაცხადა მან.


„TV პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამა, ავთანდილ წერეთელი გუშინ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ვატო წერეთელმა გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა. ვატო წერეთლის განცხადებით, მამა აბაზანაში უგონო მდგომარეობაში იპოვა და სასწრაფო გამოიძახა.


ვატო წერეთელი ამბობს, რომ ავთანდილ წერეთელს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მისი თქმით, მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სასამართლო პროცესებს უკავშირდება

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930