გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ძლიერი ქარის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში გამოძახებების რაოდენობამ მკვეთრად იმატა

9-02-2020

ბოლო 24 საათში, ძლიერი ქარის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში მთელი საქართველოდან 64 შეტყობინებაა შესული.

შეტყობინებების უმრავლესობა პრევენციული ხასიათის იყო და სახურავებიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის ან ხის წაქცევის საფრთხეს ეხებოდა. ყველა მათგანზე მეხანძრე-მაშველებმა დროული რეაგირება მოახდინეს.

გამოძახებების უმრავლესობა თბილისიდან იყო - 49. რაც შეეხება რეგიონებს, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 2, იმერეთში- 2, გურიაში - 1, შიდა ქართლში - 4, ქვემო ქართლში- 3, აჭარაში - 2, მცხეთა-მთიანეთში - 1 შეტყობინება დაფიქსირდა.

შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930