გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დონალდ ტუსკი: ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს რეფორმების მხარდაჭერა

8-03-2018

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ასოცირებისა და ღრმა ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმებების იმპლემენტაციას უკვე მოჰყვა საგრძნობი და ეფექტიანი შედეგები საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ამის შესახებ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
„ევროკავშირსა და საქართველოს მჭიდრო და მყარი ურთიერთობები აკავშირებს ერთმანეთთან, რომელიც მოიცავს უვიზო რეჟიმსა და მზარდ და განვითარებად ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს. ასოცირებისა და ღრმა ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმებების იმპლემენტაციას უკვე მოჰყვა საგრძნობი და ეფექტიანი შედეგები საქართველოს მოქალაქეებისთვის და შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით. ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას. უვიზო რეჟიმის სწორად ფუნქციონირებისთვის მივესალმები საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას გააგრძელოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა. საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ევროკავშირისთვის ძვირფასია საქართველოს კონსტრუქციული და აქტიური მხარდაჭერა, რომელიც გასულ სამიტზე იყო დემონსტრირებული. ამ კონტექსტში ჩვენ ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებზე, მათ შორის საქართველოს მთავრობის პრაგმატულ წინადადებაზე, რომელიც თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად“- განაცხადა ტუსკმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930