გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯიმ რიში უგულავას დაკავებაზე: საქართველომ აირჩია გზა გაზარდოს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე

11-02-2020

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებას „ტვიტერზე” გამოეხმაურა.


რიში სოციალურ ქსელში წერს, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა - მიუღებელი საქციელია.


„იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველომ აირჩია გზა გაზარდოს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. როგორც გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა - მიუღებელი საქციელია", - წერს ჯიმ რიში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930